ზვიად კვაჭანტირაძე: ეს იყო წმინდა წყლის პროვოკაცია, უბინძურესი, შორსმიმავალი მიზნებით

პარლამენტის წვერი ზვიად კვაჭანტირაძე, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ, გიორგი გაბუნიას მონოლოგს, სადაც ჟურნალისტმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა, განცხადებით ეხმაურება.
„რა თქმა უნდა, ეს იყო წმინდა წყლის პროვოკაცია, უბინძურესი, შორსმიმავალი მიზნებით, მაგრამ ასეთი უკიდურესად მდაბიო და უკიდეგანოდ გოიმური და ნაძირლური და კიდევ, მატრაკვეცური გინება სულაც არ იყო საჭირო თვითლუსტრაციისთვის“,- წერს დეპუტატი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები