რომან გოცირიძე: გაბუნიას უღირსი საქციელი დასაგმობია, არა იმიტომ, რომ პუტინს აგინა, არამედ იმიტომ, რომ ასე ცუდად იგინა

 

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძღაობის“ წევრი რომან გოცირიძე, „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„გაბუნიას უღირსი საქციელი დასაგმობია, არა იმიტომ, რომ პუტინს აგინა, არამედ იმიტომ, რომ ასე ცუდად იგინა , მიუხედავად იმისა, რომ გინების ობიექტი ენით კი არა ნაჯახით დაკოდვასაც იმსახურებს.
აი, ის მოღალატეები, პუტინის გამო „რუსთავი 2“-ში შეჭრას რომ ლამობენ, არიან საქართველოს ლუსტრირებული მტრები.
რა უფლებით აკეთებს მთავრობა და კუსავით ნახირ-ნახირ ადევნებული ე.წ. პრეზიდენტი კერძო მაუწყებლის მისამართით პროვოკაციულ, ქვეყნის ღირსების შემლახავ, კაპიტულანტურ განცხადებებს?!
გავრილოვი ვერ მოუნელებია ხალხს ჯერ კიდევ და ახლა ეს მოღალატეები პუტინის ქომაგებად დაგვიდგნენ! ცუდად დაამთავრებენ“,- წერს რომან გოცირიძე „ფეისბუქში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები