ირაკლი კობახიძე: ამ ყველაფერს ორი სახელი შეიძლება დავარქვათ – ქაჯობა და საკუთარი ქვეყნის მტრობა

 

„იმაში, რაც დღეს „ნაცმოძრაობამ“ და მისმა ტელევიზიამ გააკეთეს, სინამდვილეში, ახალი არაფერია, ამ ყველაფერს ორი სახელი შეიძლება დავარქვათ: ქაჯობა და საკუთარი ქვეყნის მტრობა“,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ გიორგი გაბუნიას მონოლოგს.
„იმაში, რაც დღეს „ნაცმოძრაობამ“ და მისმა ტელევიზიამ გააკეთეს, სინამდვილეში, ახალი არაფერია. ეს იყო უბრალოდ კულმინაცია, კულმინაცია იმ ყველაფრის, რასაც ავანტურისტების ეს “შპანა” მთელი ამ წლების განმავლობაში აკეთებდა. ამ ყველაფერს ორი სახელი შეიძლება დავარქვათ – ა) ქაჯობა, ბ) საკუთარი ქვეყნის მტრობა.
სამწუხაროა, რომ ამ ყველაფრისთვის პასუხის გაცემა მთელი ეს წლები რაღაცნაირად გვეთაკილებოდა. თუ უფრო თამამად დავუპირისპირდებით ქაჯობას და მტრობას, ჩვენი ქვეყანა უფრო სწრაფად წავა წინ – სიმშვიდისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროპისკენ და ნატოსკენ“,- წერს ირაკლი კობახიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები