„რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა შეწყვიტა (ვიდეო)
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა მაუწყებობა შეწყვიტა. ამის შესახებ არხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა. მისი თქმით, სანამ სიტუაცია არ დასტაბილურდება და არხის თანამშრომლების უსაფრთხოება არ იქნება დაცული, მაუწყებლობა არ აღდგება.
ნიკა გვარამიამ ყველა გადამღები ჯგუფის ადგილიდან მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო
„ვწყვეთ პირდაპირ ტრანსლაციას, ვიდრე არ იქნება უსაფრთხოება უზრუნველყოფილი. მოვითხოვთ საქართველოს მთავრობისგან – იქნეს არხის უსაფრთხოება და მედიის დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ და მაყურებელს მომავალ ეთერამდე დაემშვიდობა.