„რუსთავი 2“-ის ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

 

ამ წუთებში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები „რუსთავი 2“-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მონოლოგს აპროტესტებენ. მათი თქმით, გიორგი გაბუნიას დღევანდელი მონოლოგი სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლის მსგავსი პროვოკაცია იყო.
მოქალაქეთა ნაწილი აცხადებს, რომ გიორგი გაბუნიამ ბოდიში უნდა მოიხადოს, ნაწილის თქმით კი გაბუნიამ „რუსთავი 2“-ი და ქვეყანა უნდა დატოვოს.
აქციის ერთ-ერთი მონაწილე აცხადებს, რომ აქციაზე არა პუტინის დასაცავად არამედ, იმ ქართველების დასაცავად არიან გამოსულები, ვინც რუსეთში ცხოვრობს და გიორგი გაბუნიას განცხადების გამო, შესაძლოა საფრთხე შეექმნათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები