თამარ ჩუგოშვილი: დღეს ვიხილეთ ამაზრზენი და პროვოკაციული ქმედება „რუსთავი 2“-ის ეთერში
„დესტრუქციული და რადიკალური ძალების მხრიდან ქვეყნის დესტაბილიზაციის კიდევ ერთი მცდელობა“, – ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი „რუსთავი 2“-ის წამყვანის გიორგი გაბუნიას მონოლოგს.
„ამაზრზენი და პროვოკაციული ქმედება დღეს „რუსთავი 2“-ზე, „პოსტსკრიპტუმში“. დესტრუქციული და რადიკალური ძალების მხრიდან ქვეყნის დესტაბილიზაციის კიდევ ერთი მცდელობა“, – წერს თამარ ჩუგოშვილი.