მაია ცქიტიშვილი: ის, რაც დღეს „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში ვიხილეთ, დარწმუნებული ვარ, ყველასთვის მიუღებელია

 

„ის, რაც დღეს „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში ვიხილეთ, დარწმუნებული ვარ, ყველასთვის მიუღებელია“, -ამის შესახებ საქართველოს ვიცეპრემიერი, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ის, რაც დღეს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში ვიხილეთ, დარწმუნებული ვარ, მიუღებელია ყველასთვის. ეს არის სხვა არაფერი, თუ არა პროვოკაცია, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის ისედაც რთული ვითარების კიდევ უფრო გამწვავებას ემსახურება“,- წერს მინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები