სერგი კაპანაძე: მარაზმი იყო, რაც გაბუნიამ ჩაიდინა და სრულიად გასაგები და სამართლიანია აღშფოთება
„მარაზმი იყო, რაც გაბუნიამ ჩაიდინა და სრულიად გასაგები და სამართლიანია აღშფოთება, მაგრამ ისიც არანაკლებ შემაშფოთებელია, ყოველი ასეთი ეპატაჟური გამოხტომა არარაციონალურ სუმბურულ გრძნობებს რომ აშლის ხოლმე“,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე „ფეისბუქზე“ წერს.
„მარაზმი იყო, რაც გაბუნიამ ჩაიდინა და სრულიად გასაგები და სამართლიანია აღშფოთება, მაგრამ ისიც არანაკლებ შემაშფოთებელია, ყოველი ასეთი ეპატაჟური გამოხტომა არარაციონალურ სუმბურულ გრძნობებს და შეფასებებს რომ აშლის ხოლმე „ფეისბუქზე“. მაგალითად: „რ2“ რუსეთიდან ფინანსდება; არიქა, პუტინი დაგვბომბავს; ნიადაგს უმზადებენ რუსეთის აგრესიას; „რ2-ს“ ბიძინა აფინანსებს და ა.შ.
აღარაფერს ვამბობ ხელისუფლების არაადეკვატურ შეფასებებზე, რომ “დაუშვებელია რეაგირების გარეშე დატოვონ” ასეთი გამოხტომები. ხვალ უკეთესი და, იმედია, უფრო ღირსეული დღე გვექნება ყველას ერთად“,- წერს სერგი კაპანაძე.