კახა კალაძე გიორგი გაბუნიას აკრიტიკებს: „ამას მარტივი სახელი ქვია – საკუთარი ქვეყნის მტრობა”
თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემა „P.S”-ში გასულ სიუჟეტს ეხმაურება და ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მონოლოგს გმობს.
„ჩვენი ქვეყანა ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, დაუშვებელია “პატრიოტიზმით” შენიღბული ამ მასშტაბის პროვოკაცია მკაცრი რეაგირების გარეშე დავტოვოთ. ამას მარტივი სახელი ქვია – საკუთარი ქვეყნის მტრობა.
ერთხელ უკვე ვნახეთ იგივე პოლიტიკური ძალის მიერ ასეთი მტრობით უმძიმეს მდგომარეობამდე მიყვანილი ქვეყანა. მეორედ ამის დაშვება არ შეიძლება. არც დავუშვებთ!”,- წერს კახა კალაძე.