მიხეილ სააკაშვილი: ოკუპაციასთან ბრძოლისას ჩვენი მედია ისტერიულ რუსულ მედიას არ უნდა დაემსგავსოს

„რუსულ იმპერიალიზმთან და ოკუპაციასთან ბრძოლისას ჩვენი მედია ისტერიულ რუსულ მედიას არ უნდა დაემსგავსოს!“,- ასე ეხმაურება საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, „რუსთავი 2“-ის ტელეწამყვანის გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მისამართით გაკეთებულ მიმართვას.
„რუსულ იმპერიალიზმთან და ოკუპაციასთან ბრძოლისას ჩვენი მედია ისტერიულ რუსულ მედიას არ უნდა დაემსგავსოს! ჩვენ მხარეზეა სიმართლე და სიმართლის გადმოცემა საჭიროა ცივილიზებული ფორმით!
ეპატაჟი და ისტერიულობა ჩვენს საქმეს მხოლოდ დააზარალებს“,- წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები