რუსთავი 2“-ის შენობასთან მოქალაქეები იკრიბებიან
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ოფისთან მოქალაქეები იკრიბებიან. პროტესტის მიზეზი „რუსთავი 2“-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მონოლოგი გახდა.
მოქალაქეთა ნაწილი აცხადებს, რომ გიორგი გაბუნიამ ბოდიში უნდა მოიხადოს. აქციის მონაწილეთა ნაწილი კი გიორგი გაბუნიას მიერ „რუსთავი 2“-ისა და ქვეყნის დატოვებას ითხოვს.
აქციაზე გამომსვლელთა ნაწილი „რუსთავი 2“-ის დახურვას ითხოვს. მათი თქმით, გიორგი გაბუნიას დღევანდელი მონოლოგი სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლის მსგავსი პროვოკაცია იყო.
წყარო:https://1tv.ge