თამარ ჩუგოშვილი: პარლამენტის წევრი, რომელიც შტურმით მიდის პარლამენტზე, როგორც რიგითი მოქალაქე ისე უნდა წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე

პარლამენტის წევრი, რომელიც შტურმით მიდის პარლამენტზე, სახელმწიფოს დაცვის ქვეშ არ უნდა იმყოფებოდეს, იგი მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგეს, როგორც რიგითი მოქალაქე,- ამის შესახებ ტელეკომპანია ,,იმედის” ეთერში პარლამენტის ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

,,მე არ ვიცი პროკურატურამ რატომ მიიღო გადაწყვეტილება , რომ ამბოხი დაემატებინა ანუ გადაკვალიფიცირება არ მომხდარა, დაემატა კიდევ ერთი მუხლი. ჩემთვის სრულიად ცხადი და გასაგები იყო ჯგუფური ძალადობის მუხლი , ამ მუხლით მიდიოდა გამოძიება და ამას პირდაპირ ეთერში ვხედავდით. რაც რაც შეეხება ახალი მუხლის დამატებას, ნიშნავს იმას , რომ პროკურატურამ და გამოძიებამ უნდა წარმოადგინოს დამატებითი მტკიცებულებები . ეს მარტივი მუხლი არ არის, ძალიან მძიმე მუხლია. მე, როგორც ერთი პარლამენტის წევრი და ამ ქვეყნის მოქალაქე სერიოზულად ველოდები პროკურატურისგან და საგამოძიებო ორგანოების განმტკიცებულებებს, რამ მიიყვანა ისინი იმ ვერსიამდე , რომ ახალი გამოძიების მუხლი უნდა ჩამატებოდა ამ საქმეს. გამოძიებამ ამას სრულად და ამომწურავად უნდა გასცეს პასუხი. აბსოლუტურად ვფიქრობ, რომ თუ ამ ნორმის გადაწყვეტილება მიიღეს შესაბამისი მტკიცებულებები საზოგადოებას უნდა აჩვენონ”,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები