ნინო ლომჯარია – “ჩვენ ვიწყებთ აქციაზე განვითარებული მოვლენების დამატებით შესწავლას”
“სახალხო დამცველის აპარატი 20-21 ივნისის მოვლენებს დამატებით შეისწავლის”, – ამის შესახებ ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ ვიწყებთ დამატებით შესწავლას იმისთვის, რომ ვნახოთ, ეს იყო ინდივიდური ძალადობრივი შემთხვევები, დანაშაულების სახის მითითებები, თუ, ზოგადად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში არ არის გამართულად მოწესრიგებული მსგავსი შემთხვევები; თუ ის შინაგანაწესები და ის ინსტრუქციები არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, რაც არის დადგენილი აქციის დაშლასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.