დავით ზალკალიანი დავით გარეჯზე: ექსპერტთა დონეზე შეხვედრა გარკვეული პერიოდით გადაიდო, თუმცა აუცილებლად შედგება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, დავით გარეჯის საკითხზე ექსპერტთა დონეზე შეხვედრა გარკვეული პერიოდით გადაიდო, თუმცა აუცილებლად შედგება.
მისი თქმით, ქართული მხარე მუდმივ კავშირშია აზერბაიჯანელ პარტნიორებთან და ეს კონტაქტები არის ყოველდღიურ რეჟიმში.
მისი თქმით, ექსპერტთა შეხვედრას აუცილებლად მოჰყვება მეორე რაუნდი.
“საორგანიზაციო ტექნიკური სამუშაოების გამო გარკვეული პერიოდით გადაიწია, თუმცა აუცილებლად შედგება ექსპერტთა დონეზე შეხვედრა, როგორც იყო მოლაპარაკებული პირველი რაუნდის შეხვედრის დროს. ეს ექსპერტთა შეხვედრა იქნება კარგი შესაძლებლობა ადგილზე სიტუაციის შესწავლისთვის. ამ ექსპერტთა შეხვედრას აუცილებლად მოჰყვება მეორე რაუნდი. ამ წუთებშიც მიმდინარეობს ჩვენს კოლეგებთან თარიღებზე შეთანხმება. ჩვენ მზად ვართ, რომ დღესაც კი გაიმართოს, მაგრამ, ბუნებრივია, ეს ორმხრივი შეთანხმებაა”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები