აკაკი ზოიძე: ის პროცესები, რომლებიც ახლა მიდის, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მტრებს ახარებს

20 – 21 ივნისის მოვლენებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, აკაკი ზოიძე გამოეხმაურა.
მისი თქმით, აუცილებელია, თითოეულმა პოლიტიკოსმა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა განვითარებულ პროცესებში. რაც აუცილებელია სამოქალაქო თანხმობის მისაღებად.
„ძალიან ბევრი კითხვა გამიჩნდა იმ ღამესთან დაკავშირებით, როცა უკვე ვაანალიზებთ ფაქტებს, როცა უკვე გამოჩნდა პროცესები, კადრებს ვუყურებთ. ეს კითხვები არ დარჩენილა პარლამენტის შტურმზე, კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაზე, აქ მგონი კითხვები არავის აქვს, გარდა იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებისა, რომლებიც ახლა ცდილობენ, რომ მოიხსნან ყოველგვარი პასუხისმგებლობა. მე ისიც არ გამიკვირდება, თქვან, რომ ისინი საერთოდ არ ყოფილან აქციაზე, ან მათი ორეულები იყვნენ. აუცილებელია, თითოეულმა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა ამ პროცესებში იმიტომ, რომ ამის გარეშე სამოქალაქო თანხმობა იქნება შეუძლებელი.
შეუძლებელია, ჩვენ ეს ფურცელი გადავშალოთ და ამ ფურცლის გადაშლა არის ძალიან მნიშვნელოვანი  იმიტომ, რომ ის პროცესები, რომლებიც ახლა მიდის, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მტრებს ახარებს”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები