გია ბარამიძე: ესაა უსუსური მცდელობა, საკუთარი პასუხისმგებლობა დააკისრონ ოპოზიციის ლიდერებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გია ბარამიძის თქმით, 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ხელისუფლება ცდილობს, საკუთარი პასუხისმგებლობა ოპოზიციას დააკისროს.
როგორც მან განაცხადა, ამ პროცესში სიმშვიდის შენარჩუნებაა საჭირო.
„დღეს გამოძიება უსუსურად ცდილობს, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობა, პირადად ივანიშვილის, შსს მინისტრისა და ანზორ ჩუბინიძის სისხლის სამართლის დანაშაული რაღაცნაირად აიცილონ და შეეცადონ, ეს ყველაფერი გადაიტანონ ოპოზიციის ლიდერებზე. არ აქვს მნიშვნელობა, პირადად ჩემ წინააღმდეგ დაიწყება თუ არა სამართალწარმოება, ფაქტია, რომ ნიკა მელიასთან მიმართებით დაიწყეს. ეს არის უსუსური მცდელობა, საკუთარი პასუხისმგებლობა დააკისრონ ოპოზიციის ლიდერებს და, ამავდროულად, ახდენენ პროპაგანდას თავიანთ მომხრეებში, რომ ხავსს მოეჭიდონ. აი, სახელმწიფო გადატრიალება ხორციელდებოდაო და ამ მუხლით არანაირი საქმე არის აღძრული, ისიც აბსურდია, რასაც ნიკა მელიას ედავებიან. ხდება უზნეობის ტირაჟირება, რომ ეს “ვარდების რევოლუცია “უნდა ყოფილიყო და “ვარდების რევოლუცია” შეადარეს პრეზიდენტ გამსახურდიას ტანკებითა და ავტომატებით დამხობის პროცესს. სრული ქაოსი აქვთ თავში. ამ ვითარებაში ჩვენი მოვალეობაა, მშვიდად მივყვეთ პროცესს და ხალხს გავაგებინოთ სიმართლე“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები