მირზა სუბელიანი ციხეს 9 ივლისს დატოვებს
პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვის ბრალდებითაა დაკავებული, ციხეს 9 ივლისს დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ მირზა სუბელიანი გასული წლის წლის 9 ივნისს დააკავეს. მას საგამოძიებო უწყებამ ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენა, თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მუხლის კვალიფიკაცია შეიცვალა. მირზა სუბელიანი სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დაფარვისთვის დამნაშავედ სცნო და თავისუფლების 1 წლითა და 1 თვით აღკვეთა შეუფარდა.