პრემიერმინისტრი აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ჩვენს ამერიკელ მეგობრებს! 4 ივლისი ყველა ამერიკელის დღესასწაულია, ხოლო დანარჩენი თავისუფალი მსოფლიოსთვის – მიზანდასახულობისა და ერთობის დღე! საქართველოს მთავრობის სახელით გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!”, – წერს მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელ „ტვიტერში” საკუთარ გვერდზე.