ოპოზიციური პარტიები: დემოკრატიული ტრადიციის ქვეყნებში დეპუტატზე ელექტრონული მონიტორინგის დაწესება უპრეცედენტო მოვლენაა

ოპოზიციური პარტიები „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერთან, ნიკა მელიასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადების თანახმად, დემოკრატიული ტრადიციის ქვეყნებში დეპუტატზე ელექტრონული მონიტორინგის დაწესება უპრეცედენტო მოვლენაა.
​მათი თქმით, საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად, დაუშვებელია დეპუტატის საპარლამენტო საქმიანობის შეზღუდვა.
„ქართული ოცნებისგან“ კონტროლირებადი მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს მიერ ნიკა მელიას წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, შინაპატიმრობის დაწესებასთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და წარმოადგენს ანტიდემოკრატიული მმართველობის გამოცდილების „საუკეთესო“ მაგალითს.
საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება აეკრძალა. ეს შეზღუდვა მის საპარლამენტო საქმიანობასაც შეეხო. დეპუტატზე ელექტრონული მონიტორინგის დაწესება დემოკრატიული ტრადიციის ქვეყნებში უპრეცედენტოა.
საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად, დაუშვებელია დეპუტატის საპარლამენტო საქმიანობის შეზღუდვა. აშკარაა, ეს ნაბიჯი ხელისუფლების მიერ ოპოზიციური პარტიის ლიდერის საპარლამენტო, პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის მცდელობაა და კიდევ ერთხელ ადასტურებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების შეუქცევადი რღვევის პროცესს.
მიგვაჩნია, რომ თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეების ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ის ნორმები, რომლებმაც ამ მოსამართლეებს კონსტიტუციის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების გამოტანის შესაძლებლობა მისცა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი უნდა გახდეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ: „ახალი მემარჯვენეები“, „ახალი საქართველო“, „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“, „გამარჯვებული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „ევროპული დემოკრატები“, „ევროპული საქართველო“, „ემსახურე საქართველოს“, „თავისუფალი დემოკრატები“, „კანონი და სამართალი“, „ლეიბორისტული პარტია“, „რესპუბლიკური პარტია“, „სამოქალაქო ალიანსი საქართველოსთვის“, „სახელმწიფო ხალხისთვის“, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, ​„ქრისტიან-კონსერვატორები“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები