ლია კრიალაშვილი: კოჰაბიტაციამ დაგვღალა, ცოტა ჩვენზეც იფიქრეთ, გაუბედურებულ ხალხზე, ვინც სამართლიანობის აღდგენას 7 წელია, ველოდებით

“კოჰაბიტაციამ დაგვღალა, ცოტა ჩვენზეც იფიქრეთ, გაუბედურებულ ხალხზე, ვინც სამართლიანობის აღდგენას 7 წელია, ველოდებით”, – ამის შესახებ მუხროვანის სპეცოპერაციის დროს დაღუპული გია კრიალაშვილის დამ ლია კრიალაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სამოქალაქო ომი და დაპირისპირება არავის უნდა.
„7 წელი ველოდებით სამართლის აღდგენას. ჩემი ძმა სახელმწიფო გადატრიალებისთვის, ამ ბრალდებით დაცხრილეს ქუჩაში, ისე, რომ საბრალდებო დასკვნა არ ყოფილა, განაჩენი სასამართლოს არ გამოუტანია. მოუნდა მიშას, თქვა, რომ მიწიდან უნდა ამოიღოს, მერაბიშვილს მოუნდა ორი გვამი და ასე ქუჩაში გაიმეტეს პატრიოტი კაცი. მე არ ვიტყვი ჩემს ძმაზე არაფერს, ყველამ კარგად იცის, ვინ იყო და რა პიროვნება იყო. ცოტა ჩვენზეც იფიქრეთ, ამ გაუბედურებულ ხალხზე, ვინც სამართლიანობის აღდგენას ველოდებით 7 წელი და ამათმა კოჰაბიტაციამ დაგვღალა და კიდევ ვაფრთხილებ ხელისუფლებას, ნუ გამოგვიყვანს ქუჩაში მათ, ვისაც არ გვინდა ერთი მუჭა „ნაციონალური მოძრაობის” დაბრუნება, თორემ ამას შეიძლება ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვეს და მართლა არავის უნდა სამოქალაქო ომი და დაპირისპირება”, – განაცხადა ლია კრიალაშვილმა ტელეკომპანია „იმედის” ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები