ია მეტრეველი: ჩვენ მარტო მელიას დასჯას არ ველოდებით, ჩვენ ველოდებით ყველა იმ ლიდერის დასჯას, ვინც კარგად ჩანს კადრებში

“მინდა ხელისუფლებას ვუთხრა, რომ ჩვეულებრივი ადამიანების, საზოგადოების მოთმინებასაც აქვს უკვე საზღვარი. ვითმენთ უკვე ამ “ნაციონალური მოძრაობას”, მათ ტერორს, ხან გადატრიალების მცდელობას, ამათ მუდმივ შეურაცხყოფებს, ლანძღვას, ცილისწამებას – თუნდაც, ჩემს თავზე”, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, თუ მიდიხარ რევოლუციაზე, იმისთვისაც მზად უნდა იყო, რომ შეიძლება, მოკვდე კიდევაც. ეს ბავშვებმაც უნდა იცოდნენ.
,,მე მინდა, ხელისუფლებას ვუთხრა, რომ ჩვეულებრივი ადამიანების, საზოგადოების მოთმინებასაც აქვს უკვე საზღვარი. ვითმენთ უკვე ამ “ნაციონალური მოძრაობას”, მათ ტერორს, ხან გადატრიალების მცდელობას, ამათ მუდმივ შეურაცხყოფებს, ლანძღვას, ცილისწამებას. კატასტროფული ცილისწამებაა გაჩაღებული დღემდე და, რა თქმა უნდა, არ ვაქცევ ამას ყურადღებას და არც ვკითხულობ, მაგრამ მიმდინარეობს საშინელი ცილისწამება. ესეც კი ვერ მოგვარდა, რომ ცილისწამებაზე ან კანონი შეიმუშაონ, რადგან წალეკა საქართველო ცილისწამებამ. მართლა ტრაგედიაა, რაც მოხდა, მაგრამ ისიც მინდა აღვნიშნო, რომ რევოლუციისა და გადატრიალების დროს ყოველთვის სისხლი დაიღვრება, ან ვიღაცა მოკვდება, ამ თვალს დაკარგავს – ეს არის რევოლუცია, აჯანყება და შტურმით აღება. ეს ბავშვებმა უნდა იცოდნენ და ყველამ უნდა იცოდეს, რომ თუ უკვე ისე გვიან დაიწყო ეს შტურმი და უბედურება, რომ მანამდე ბავშვები იქ აღარ უნდა ყოფილიყვნენ იმიტომ, რომ უკვე კარგად გასაგები იყო, რასაც მოუწოდებდა “ნაციონალური მოძრაობა” იმ ახალგაზრდებს“, – განაცხადა ია მეტრეველმა.
ბუტა რობაქიძის დედა ხელისუფლებას მიმართავს და მოითხოვს ყველა იმ ადამიანის დასჯას, ვისაც უნდოდა ქვეყნის გადატრიალება და იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიება ამ ყველაფერს ბოლომდე მიიყვანს. ,,რომ გამოხატავენ, ვითომ, ამ დიდ წუხილს ამ ბავშვების თვალებზე, მართლა გაგიჟებული ვარ მე თვითონ და არ ვიცი, ამაზე მძიმე რა უნდა იყოს. ცეკვა-თამაში აქვთ გამართული და ხოშტარიას ვერ აკავებენ, ისე ცეკვავს, მღერიან და ერთ ამბავში არიან და როგორი განცდა არის ეს, ვერ გავიგე. ჩვენს დროსაც ძალიან ბევრმა ადამიანმა დაკარგა თვალი – ეს არის ბესო ტაბატაძე, ოთხი შვილის მამა, თუ არ მეშლება, ასევე, ხომასურიძემ… ხელისუფლებას მინდა, მივმართო – დაამთავრონ ეს კოჰაბიტაცია! და ჩვენ მარტო მელიას დასჯას არ ველოდებით, ჩვენ ველოდებით ყველა იმ ლიდერის დასჯას, ვინც კარგად ჩანს კადრებში და მადლობა იმ გოგონას, ბერიძეს, ვინც მოახერხა და ჩაიწერა ის მოლაპარაკებები, თუ როგორ უნდა აეღოთ პარლამენტი. ყველა ის ლიდერი, ვინც იყო ამაში მონაწილე და ვისაც უნდოდა ქვეყნის გადატრიალება, ყველაზე უნდა აღიძრას საქმე და დიდი იმედი მაქვს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ეს ასე იქნება, ამას ელოდება საზოგადოება“, – განაცხადა ია მეტრეველმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები