შსს: აქციაზე იმყოფებოდა 5 ათასი პოლიციელი, რაც დემონსტრანტთა რაოდენობის პროპორციული იყო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 20 ივნისის ღამეს პოლიციელების რაოდენობაზე გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე.
როგორც უწყებაში განმარტავენ, აქციაზე იმყოფებოდა, დაახლოებით, 5 000 პოლიციელი, რაც, ადგილზე მყოფი აქციის მონაწილეების რაოდენობის გათვალისწინებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვისთვის იყო აუცილებელი.
„გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე. მონაწილეობდა, დაახლოებით, 5 000 პოლიციელი, რაც, ადგილზე მყოფი აქციის მონაწილეების რაოდენობის გათვალისწინებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვისთვის იყო აუცილებელი და დემონსტრანტთა რაოდენობის პროპორციული“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.