სალომე სამადაშვილი 20 ივნისის ღამესთან დაკავშირებით ივანიშვილის დაკითხვას ითხოვს
“20 ივნისის ღამის სრულფასოვანი გამოძიება გულისხმობს, ასევე, ბიძინა ივანიშვილის დაკითხვას იმიტომ, რომ აბსურდია სრულფასოვან გამოძიებაზე საუბარი ქვეყანაში, როდესაც ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღება ივანიშვილთან შეთანხმებით”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
სამადაშვილის თქმით, 20 ივნისს ვერავინ მიიღებდა გადაწყვეტილებას ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე.
„სახალხო დამცველმა, ასევე, მკაცრად განაცხადა, რომ პოლიტიკური ოპოზიციის დევნა მხოლოდ გაართულებს პოლიტიკურ პროცესს და ნიკა მელიას დაკავება გაართულებდა ქვეყანაში პოლიტიკურ ვითარებას. იმედი მაქვს, რომ სახალხო დამცველი გააგრძელებს ჩართულობას პროცესში, თუმცა ვფიქრობ, რომ სანამ გახარია არ გადადგება დაკავებული თანამდებობიდან და არ იქნება დამოუკიდებელი საგამოძიებო პროცესი, ჩვენ, რეალურად, ვერ დავადგენთ სიმართლეს 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შესახებ. 20 ივნისის ღამის სრულფასოვანი გამოძიება გულისხმობს, ასევე, ბიძინა ივანიშვილის დაკითხვას იმიტომ, რომ აბსურდია სრულფასოვან გამოძიებაზე საუბარი ქვეყანაში, როდესაც ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღება ივანიშვილთან შეთანხმებით. 20 ივნისს ვერავინ მიიღებდა გადაწყვეტილებას ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე. ასე რომ, სრულფასოვანი გამოძიება გულისხმობს არა მხოლოდ გახარიას ან ჩუბინიძის დაკითხვას, ასევე – ბიძინა ივანიშვილის დაკითხვას, პირველ ყოვლისა”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.