შსს: 20 ივნისს პარლამენტთან საოკუპაციო ხაზებთან განლაგებული ქვედანაყოფები არ იმყოფებოდნენ

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 20 ივნისს პარლამენტთან საოკუპაციო ხაზებთან განლაგებული ქვედანაყოფებიც იმყოფებოდნენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს.
როგორც “კვირას” უწყებაში განუცხადეს, ჩატარებულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ გდდ-ს სამმართველოების მორიგე და სათადარიგო დანაყოფები.
“მიმდინარე წლის 20 ივნისს პარლამენტთან ჩატარებულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ გდდ-ს სამმართველოების მორიგე და სათადარიგო დანაყოფები. ღონისძიებაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საოკუპაციო ხაზებთან განლაგებულ ქვედანაყოფებს მონაწილეობა არ მიუღიათ, შესაბამისად, საგუშაგოებზე მყოფი პირადი შემადგენლობა არ მოხსნილა მორიგეობიდან”, – განუცხადეს “კვირას” უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები