ეკატერინე ტიკარაძე: გუნდში ერთიანნი ვართ და გახარიას მიმართ არანაირი კითხვები გვაქვს

მმართველ გუნდში შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ კითხვები არ არსებობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განუცხადა.
„მინდა, კორექტულები ვიყოთ და ის გავითვალისწინოთ, რომ ერთი ორგანო თავის ვალდებულებებს ასრულებს და ამ შემთხვევაში გიორგი გახარიას ვალდებულება სახელმწიფოებრიობის დაცვა იყო, რაც მან შეასრულა.
გუნდში ერთიანნი ვართ და გიორგი გახარიას მიმართ არანაირი კითხვები   გვაქვს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები