ქართველ ემიგრანტ ქალზე გადაღებული ფილმის წარმატება ამერიკაში და კულტურის სამინისტროს ქართველი ჩინოვნიკის უყურადღებობა

სიტი უნივერსიტეტის სარეჟისორო ფაკულტეტის ქართველი სტუდენტისთვის ამერიკაში გადაღებული მეორე ფილმი წარმატებული აღმოჩნდა. ფილმი ,,ნანა“ ბრუკლინ კოლეჯის32-ე ფილმების ფესტივალზე აღიარეს. ფილმში მთავარ როლს მსახიობი ცუცა კაპანაძე ასრულებს. ფესტივალი ნიუ-იორკის პრესტიჟული ხელოვნების ცენტრში, ბრუკლინის მუსიკის აკადემიაში გაიმართა. ქართველი რეჟისორი მასზე ერთდროულად სამ ნომინაციაზე წარადგინეს. ეს, მართლაც, დიდი წარმატებაა, ამიტომ რეჟისორ ქეთი ორჯონიკიძის პერსონაზე საუბარი ამ თემის ირგვლივ და ამ წარმატების ფონზე გაიმართა.

– ქალბატონო ქეთი, თქვენ უკვე დიდი ხანია, რაც იმ იშვიათ ქართველ ემიგრანტთა რიცხვში ხართ, ვინც სამშობლოსგან შორს მყოფი საყვარელ საქმეს აკეთებს...
– 90 -იანი წლების ბოლოს ემიგრაციაში წავედი, პროფესიით ჟურნალისტი ვარ, აქვე დავინტერესდი ფილმით და რეჟისურის შესაწავლით, რომელიც ჩემი მეორე პროფესია გახდა. მინდა, შევქმნა ისეთი ფილმები, რომლებიც საქართველოსა და ქართველებზე  იქნება. ცნობილია, რომ სადიპლომო ნამუშევარი რეჟისორის სავიზიტო ბარათია და ბევრი სადიპლომო ფილმი მაყურებელთა საყვარელ ფილმადაც ქცეულა. ფილმი “ნანა” ჩემი სადიპლომო ნამუშევარია და იმედია, ის ქართველ მაყურებელთა სიყვარულს და მოწონებას დაიმსახურებს.
– ვიცი, რომ ეს თქვენი პირველი ფილმი არ არის…10425639_756864864344678_1518329779_n
– ჩემს პირველ ფილმს “თუთიყუში” ერქვა და მეორე ფილმის გმირიც სწორედ ,,თუთიყუშის“ ჩვენების დროს შევარჩიე. საქმე ისაა, რომ ამ ფილმს მანჰეტენზე ერთ -ერთი ფესტივალი მასპინძლობდა, რომელსაც დაესწრო ცუცა კაპანაძე. იგი ჩვენმა საერთო მეგობარმა, ჩემმა კოლეგამ, ჟურნალისტმა ნინო ჩუტკერაშვილმა გამოგზავნა. ცუცამ, სხვათა შორის, ღიმილით მკითხა: მე როდის უნდა გადამიღო ფილმშიო. გამიხარდა, რადგან ცუცა ძალიან მიყვარდა “პასიანსიდან“, თანაც, “თუთიყუშში” სულ არაპროფესიონალი მსახიობები მყავდა დაკავებული. იქვე დავპირდი, რომ მას აუცილებლად დავუწერდი სცენარს. ამ დროს უკვე სიტი უნივერიტეტის, ბრუკლინ კოლეჯის სარეჟისოროს ფაკულტეტის სტუდენტი ვიყავი. სადიპლომოს წერა რომ დავიწყე,  ცუცასთვის დანაპირების ასრულება გადავწყიტე. თემად ავირჩიე ქართველი ემიგრანტი ქალის ნამდვილი ისტორია. მანამდე დოკუმენტური კლასისთვის 10 – წუთიანი ფილმი “ბრუკლინის სახლის საიდუმლეობა” უკვე  გადაღებული მქონდა.
როდესაც ვწერდი სცენარს, სულ ცუცაზე ვფიქრობდი, თუ როგორ მოიქცეოდა ამა თუ იმ სიტუაციაში.
– თქვენმა სცენარმა თავიდანვე მიიქცია ყურადღება…
– ჩემი პროფესორი, თავიდანვე შევატყვე, რომ სიმპათიით განიმსჭვალა ჩემი სცენარისადმი. მოგეხსენებათ, სტუდენტების თემა, ძირითადად, მაინც ძალადობა და სექსია. ჩემი სცენარი კი, მართლაც, განსხვავდებოდა ყველასაგან. ამიტომ, რა თქმა უნდა, კინოსცენარში “ნანა” უმაღლესი შეფასება მივიღე და მომდევნო სემესტრში უკვე “პრე პროდუქციაზე” მუშაობას შევუდექი იგივე პროფესორთან. როდესაც მასხიობების არჩევამდე მივედით, თავზარი დამეცა. მე 100% -იანი გარანტია მქონდა მიცემული ცუცასთვის, რომ ნანას როლს შეასრულებდა. არ ვიცოდი, რომ თურმე პროფესორს შეეძლო, ამ როლზე ესა თუ ის მსახიობი არც დაემტკიცებინა. ის თავად ამოწმებდა აუდიციების ჩანაწერებს, რომელსაც მანჰეტენზე პროფესიონალურ სტუდიებში ვმართავდით. მინიმუმ 10 მსახიობის იმპროვიზაციის ჩანაწერი უნდა გვეჩვენებინა. მახსოვს, როდესაც ნანას როლისთვის გამართული აუდიციის ჩანაწერი მომთხოვა. ცუცას უყურა და მკითხა: სხვა ქალები სად არიანო. მე ვუპასუხე – ეს არის პირველიც და ბოლოც- მეთქი. მან გაოცებით შემომხედა და მთხოვა, ახლიდან მეჩვენებინა ცუცას იმპროვიზაცია. მერე დაკვირვებით უყურა და მითხრა: კი, ეს არის ნამდვილი ნანაო…
შემდეგ კლასს მიუბრუნდა და ყველას სათითაოდ შეეკითხა აზრი. ყველამ განაცხადა ცუცაზე, ნამდვილი ნანააო. ამ შემთხვევაში გაგიმართლა, მაგრამ შემდეგისთვის იცოდე, რომ არავითარ შემთხვევაში წინასწარ არ დაჰპირდე როლი მსახიობსო… ორ წელიწადნახევარი მოვუნდი “ნანაზე” მუშაობას. ძალიან რთული და შრომატევადი პერიოდი იყო, პირველ რიგში, ფინანსურად. რადგან ფილმი დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ბევრი სარეჟისოროს სტუდენტი ამ დროს, ან საერთოდ ტოვებს ფილმის ფაკულტეტს, ან სხვა ფაკულტეტზე გადადის. არაფრით არ მინდოდა, ეს მარცხი მეც განმეცადა.
– ცალკე თემაა ფილმისთვის ბიუჯეტის მოძიება…10438711_756864754344689_979186014_n
– რას არ ვაკეთებდი ამისთვის.. .ფაუნდრეიზინებს ვატარებდი, ჩემს ფილმს “თუთიყუშს” და სხვა ჩემს პატარ–პატარა ფილმებს ვაჩვენებდი და ფულს ვკრებდი,  მაგრამ აკრეფილმა თანხებმა ფილმის ბიუჯეტის სულ ერთი პროცენტი შეადგინა. სადაც მომიწევდა ყველგან ვმუშაოდი და რასაც ვიღებდი, ყველა თანხას ამ პროექტში ვდებდი. აგრეთვე, სახლში რომ ფულს მაძლევდნენ, იმ ფულსაც ამ პროექტში ვდებდი. ბევრმა ამერიკელმა გამიმართა ხელი „ნანაზე“ მუშაობისას. პროფესორის დაჟინებული თხოვნით, რადგან მიაჩნდა, რომ “ნანა“ძალიან ქართული პროექტია და საქართველოს მხარე დაინტერესდებაო. მერე დახმარებისთვის კულტურის სამინისტროს და დიასპორის სამინიტროსაც მივმართე, მათ პროექტი და ფილმის ნაწყვეტებიც გადავუგზავნე, მაგრამ არც ერთი და არც მეორე არ დაინტერესებულა.
ეს იმ დროს, როცა პროფესორი რობერტ ტუტაკი, “ნანას” სცენარის დაწერიდან კინოს დამთავრებამდე, ბოლომდე მედგა გვერდში და არ იშურებდა დროს და ენერგიას, რომ დამეხმარებოდა. მისივე აკვიატება იყო საქართველოს კადრების დამატება ფილმისთვის. მისი აზრით, ქართველებმა კი ვიცოდით, რაც ახსენდებოდა ემიგრანტ ქალს, მაგრამ ამის ცოდნა აუცილებელი იყო უცხოელი მაყურებლისთვისაც.
ერთი სიტყვით, ამდენი წვალების შედეგ “ნანა” 2014 წლის მაისში დაიბადა. კანონით გათვალისწინებული 15 წუთის ნაცვლად ფილმი 30 -წუთიანი გამოვიდა.
– რამდენადაც ვიცი, ,,ნანა“ ფესტივალის 4 ნომინაციაზე იყო წარდგენილი…
– დიახ, “ნანა” წარდგენილი 80 -დან იმ 24 ფილმში მოხვდა, რომელსაც მაყურებელი იხილავდა ფესტივალზე და მეტიც, 4 ნომინაციაზე იყო წარდგენილი. აქედან სამზე თავად მე შემდეგ ნომინაციებში წარმადგინეს: საუკეთესო პროდიუსინგი, საუკეთესო სცენარი და საუკეთესო სამხატვრო დიზაინი. სადიპლომოს პირველი შემფასებელი,  ბრუკლინ კოლეჯის  32-ე ფილმების ფესტივალი უნდა გამხდარიყო, რომელიც ყოველ წელს იმართება ბრუკლინის და, საერთოდ, ნიუ – იორკის ძალიან პრესტიჟული ხელოვნების ცენტრში – ბრუკლინის მუსიკის აკადემიაში.
მე და ჩემი პროფესორის სადარდებელი გახდა ის, მიიღებდა თუ არა ფაკულტეტი 30- წუთიან ფილმს, რომელიც ფესტივალზე სხვა ორი ან სამი სტუდენტის ადგილს იკავებდა და გაიგებდა, თუ არა მას მაყურებელი.
– ამ ფილმის სიუჟეტი ქართველისთვის ახლობელი და გასაგებია, მაგრამ ალბათ იმის ეჭვიც არსებობდა, რამდენად გაიგებდა და მიიღებდა მას ამერიკული პუბლიკა?10423594_756865107677987_1168812777_n
– სხვათა შორის, ძალიან გამიკვირდა მაყურებელთა რეაქცია. ამერიკელმა მაყურებელმა ისე ახლოს მიიტანა გულთან ცუცას მიერ განსახიერებული ქართველი ქალი, რომ ხმამაღალი ოვაციებით ხვდებოდა მის ყოველ სიტყვასა და მოქმედებას. ქართველები, ძირითადად, ტიროდნენ, ამერიკელებმა კი ორივე მხარე – იუმორიც და სევდაც მოძებნეს ფილმში.
ფესტივალის ბოლოს, პრიზების გადაცემისას, მართლაც, სასიამოვნო სიურპრიზი მივიღე. ნიუ-იორკის ოფისმა, ქალები ფილმისა და ტელევიზიისთვის, რომელიც გლობალური ორგანიზაციაა – ამომავალი ქალი რეჟისორის პრიზი გადმომცა. რაც ძალიან პრესტიჟული პრიზია და ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებული არიან მრავალი ცნობილი წარმატებული მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი ქალები. მეც მიწვეული ვიქნები მათ კრებებზე და შესაძლებლობა მომეცემა, რომ პროდიუსერებს ჩემი შემდგომი პროექტები წარვუდგინო. ფილმმა “ნანამ” ორივე სახის მაყურებლის გულში შეაღწია, რაც დიდი გამარჯვებააო – ასე მითხრა ჩემმა პროფესორმა. ამ ფილმზე ძალიან ბევრი წერილი მომდის. ყველა მეუბნება: ქეთი, უნდა იამაყო შენი შრომითო… ამაში დიდი არსი დევს. შრომა ამერიკელებისთვის, მართლაც, დიდი პრიორიტეტია.
– ვინ არის ნანა და რა შეუძლია მას, მაყურებელს რომ ასწავლოს?
– ნანა ტრადიციული ქართველი ქალია, რომელიც ამერიკაში საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ჩამოდის, რათა აქ იმუშაოს და თავისი მრავალრიცხოვანი ოჯახი შეინახოს. ის სამსახურს იწყებს ნიუ – იორკის გარეუბანში, დიდ და ლამაზ სახლში მოხუცი კაცის მომვლელად, რომელსაც ინსულტის შემდეგ ლაპარაკის უნარი წართმეული აქვს. ძალიან მალე ნანა  იდუმალებით მოცულ სახლს და მისტერ ვაიზენს თავისი მხიარული და ენაწყლიანი ხასიათით გამოაცოცხლებს. თუმცა ის მხოლოდ თავის ოჯახზე, სამშობლოზე და პოლიტიკურ სიტუაციაზე ლაპარაკობს.
მე ზუსტად სამი თვე ვეძებე ისეთი სახლი, რომელიც მოჩვენების სახლს ემსგავსებოდა. და ბოლოს ვიპოვე კიდეც, მაგრამ გადაღებების დროს ყველა ჩემზე იცინოდა, რადგან ჩემი დაწერილი სცენარის უკვე მე თვითონაც მეშინოდა. თქვენ წარმოიდგინეთ, მარტო ვერ ვჩერდებოდი იმ ოთახში, იმ, მართლაც, იდუმალებით მოცულ სახლში. მალე ნანა მიხვდება, რომ სახლში უცნაურობები ხდება. დანარჩენს მაყურებელი თავად იხილავს. ფილმი ოჯახების გადასარჩენად სამშობლოდან გადახვეწილ ადამიანებს ეძღვნება. ამავე დროს „ნანა“ იმას გვასწავლის, რომ ნამდვილ სიყვარულს არ აქვს საზღვრები და მას ვერც დრო და ვერც მანძილი შეაჩერებს.
– შეგიძლიათ მითხრათ, რა გასწავლათ ამერიკამ?..974358_756864821011349_108983030_n
– ამერიკამ მასწავლა ის, რომ თავგანწირული შრომა შეიძლება დაუფასდეს ადამიანს. დამარწმუნა, რომ უნდა იბრძოლო ბოლომდე შენი მიზნის მისაღწევად და აუცილებლად შეგამჩნევენ და დაგაფასებენ.
– ამერიკაში თქვენ მიერ გამოჩენილი ამ საყოველთაო ყურადღების ფონზე, როგორც ვიცი, ერთი ქართველის, კონკრეტულად კი, კულტურის მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე მარგიშვილის უყურადღებობამ გაგანაწყენათ…
– მე მისი პიროვნების დასახელებას არ ვაპირებდი, მაგრამ მართლა საწყენია…უბრალოდ გასაკვირია, რომ ქართული პროექტებით უცხო ადამაინები ინტერესდებიან და  საკუთარ უამრავ დროს უფასოდ გახარჯავენ და ამ კაცს რაშიც უხდიან ფულს, იმის უნარიც არ აქვს, რომ ელემენტარულად მოგისმინოს მაინც.. როცა მას ამ ფილმზე ლაპარაკი დავუწყე, ბოლომდე არც მომისმინა და უბრალოდ, ზურგი შემაქცია… ცუდია, რომ შემთხვევითი ადამიანები არიან დანიშნული ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე.
– შეგიძლიათ მითხრათ, ცუცას გმირს რითი ჰგავხართ?
– რა კარგი კითხვაა, მადლობა… ცუცას გმირს ალბათ ბევრი რამით ვგავარ და ბევრით არა. ვგავარ იმით, რომ მიყვარს ადამიანები, ვარ ერთგული და ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო. არ ვგავარ იმით, რომ ალბათ უფრო მშიშარა ვარ, ვიდრე ის გმირი, რომელიც ცუცასთვის შევქმენი, ის უფრო უშიშარია. ის, რასაც ცუცას განსახიერებული ქართველი ქალი,- ნანა  ფილმის ბოლოს თვალს უსწორებს, იმას ალბათ მე ვერ გავუსწორებდი თვალს…

თეონა გოგნიაშვილი

10423401_756864951011336_1179652113_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები