ლუვრიდან მოპარული სამკაულების ღირებულება 88 მილიონ ევროს შეადგენს
საფრანგეთის პროკურორმა განაცხადა, რომ პარიზის ლუვრის ძარცვის დროს მოპარული სამკაულების ღირებულება 88 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
როგორც “ბიბისი” წერს, ძარცვიდან ორ დღეზე მეტი გავიდა და რადგან ქურდები ამ დრომდე ვერ დაიჭირეს, ექსპერტები შიშობენ, რომ სამკაულები უკვე დაკარგული იქნება.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველებმა უკვე ჩაატარეს ექსპერტიზა, მიმდინარეობს მტკიცებულებების შეგროვება და ვიდეოკადრების ანალიზი.
ლუვრის ადმინისტრაციის განცხადებით, მუზეუმი გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობს.
ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ძარცვა საფრანგეთის მემკვიდრეობაზე თავდასხმად შეაფასა.