შალვა კერესელიძემ ტამიშის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, შალვა კერესელიძემ  დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან, ზურაბ სეხნიაშვილთან ერთად ტამიშის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი დუშეთში გვირგვინით შეამკო.
1993 წლის 2 ივლისს  აფხაზეთში, ტამიშთან შეტაკებას დუშეთის ბატალიონის 37 მებრძოლი ემსხვერპლა. ქართულმა მხარემ ქვედანაყოფის დაღუპულ მებრძოლთა სამშობლოში გადმოსვენება უზრუნველყო. ბატალიონის 6 წევრი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.
„მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი მწუხარება ყველა იმ ადამიანის გამო, რომელიც აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს შეეწირა. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება და პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას“, – აღნიშნა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, შალვა კერესელიძემ.
ხელისუფლების წარმომადგენლები, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ძმათა სასაფლაოზე  დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდსაც დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები