თამარ ხულორდავა: ძალადობა და ყოველგვარი უკანონო მოწოდებები ჩვენი საზოგადოებისთვის მიუღებელი უნდა იყოს

“ძალადობა და ყოველგვარი უკანონო მოწოდებები, რომელიც გულისხმობს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ გარკვეულ აქტიურ და ძალადობრივ ნაბიჯებს, ჩვენი საზოგადოებისთვის ცალსახად მიუღებელი უნდა იყოს”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ „ნაცმოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას საქმეზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, სასამართლო იმაზე არ მსჯელობს, მელია დამნაშავეა თუ არა, ეს აღკვეთის ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილებაა.
„ეს სამართლებრივი საკითხია და სასამართლომ უნდა იმსჯელოს. დაველოდოთ, სასამართლო ამ საკითხთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს.
მე ის დავინახე, რაც ყველამ დაინახა; ის მოვლენები, რომლებიც, ძალიან სამწუხაროდ ,საქართველოს პარლამენტთან ვითარდებოდა 20-21 ივნისის ღამეს.
​ახლა სასამართლო არ მსჯელობს, ნიკა მელია დამნაშავეა თუ არა. ეს აღკვეთის ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილებაა. აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა არის თუ არა გამოყენებული, ამის შესახებ გადაწყვეტილება იმის მიხედვით არ მიიღება, ადამიანი, მაინცდამაინც, დამნაშავეა თუ არა. აქ გადაწყვეტილება მიიღება იმის მიხედვით, არსებობს თუ არა მისი მიმალვის, მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენისა და განმეორებით დანაშაულის ჩადენის რისკი“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები