ჰოლანდიის ელჩი: ჰოლანდიაში ჩაატარებდნენ ღრმა გამოძიებას და ამის საფუძველზე გადაწყვეტდა მთავრობა რა სახის პასუხისმგებლობა დაეკისრებოდა მას ან მინისტრს

აუცილებლად უნდა მოხდეს 20 ივნისის მოვლენების გამოძიება და შემდეგ დადგინდეს დამნაშავე, – ამის შესახებ საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა იოჰანეს დუმამ განაცხადა.

კითხვაზე, უნდა გადადგეს თუ არა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, იოჰანეს დუმამ განაცხადა, რომ მის ქვეყანაში ასეთი საკითხები კომპლექსური გამოძიების შემდეგ წყდება.

„პირველ რიგში, ეს არის კოლექტიური პასუხისმგებლობა თუ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, სად იყო მთავრობა, სად იყო მინისტრი, როგორ იყო იქ მყოფი ხალხი. ჩვენთან, ჰოლანდიაში ჩაატარებდნენ ძალიან ღრმა გამოძიებას, ვინ წამოიწყო ძალადობა და შემდეგ, ამ გამოძიების საფუძველზე გადაწყვეტდა მთავრობა რა სახის პასუხისმგებლობა დაეკისრებოდა მათ ან მინისტრს“, – განაცხადა იოჰანეს დუმამ.

ნიდერლანდების ელჩის თქმით, ის ვერ გასცემს პასუხს კითხვას, უნდა გადადგეს თუ არა გიორგი გახარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები