პარლამენტის წინ მოშიმშილე ერთ-ერთი პირი შეუძლოდ გახდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის ერთ-ერთი მონაწილე, გიგა ლემონჯავა, რომელიც შიმშილობს, შეუძლოდ გახდა.
ინფორმაციას აქციის ერთ-ერთი მონაწილე, თათია წულაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
როგორც ირკვევა, ლემონჯავა საავადმყოფოშია გადაყვანილი.
“გიგა ლემონჯავა, ერთ-ერთი მოშიმშილე საავადმყოფოში გადაიყვანეს ამ წამს. რად გიღირთ ეს ყველაფერი, მინისტრის სკამად?! მიმიფურთხებია თქვენთვის, ადამიანებში არ წერიხართ, ვინც ამას ამართლებთ და ნორმად მიგაჩნიათ ყველაფერი”, – წერს წულაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები