უკრაინაში საქართველოს ელჩი, გელა დუმბაძე თანამდებობას ტოვებს

უკრაინაში საქართველოს ელჩს, გელა დუმბაძეს სტატუსი შეუჩერდა.
როგოც “კვირას” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში განუცხადეს, გელა დუმბაძე საგანგებო დავალებათა ელჩის პოზიციაზე დაინიშნა.”როგორც მოგეხსენებათ, დიპლომატიურ სამსახურში ელჩების დანიშვნა და გათავისუფლება ხორციელდება როტაციის პრინციპით. ასე მოხდა ბ-ნ გელა დუმბაძის შემთხვევაშიც. სამინისტრომ საჭიროდ მიიჩნია მისი რესურსის გამოყენება ცენტრალურ აპარატში – საგანაგებო დავალებათა ელჩის პოზიციაზე და მას ჩაბარდება ის სფერო, რომელშიც აქვს საქმიანობის დიდი გამოცდილება. ამის შესახებ ცნობილია თავად ბ-ნ გელასთვის და ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა მასთან კონსულტაციის შედეგად”, – განუცხადეს “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები