“თი-ბი-სი ბანკის” ჯგუფი გადახდების ონლაინპლატფორმა TKT.ge-ს საკონტროლო პაკეტის მფობელი გახდა
„თი-ბი-სი ბანკის“ ჯგუფმა (TBC BANK GROUP PLC) ბილეთების შეძენის ონლაინპლატფორმა TKT.GE -ში თავისი წილი 26% – დან 55%-მდე გაზარდა და საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა. ჯგუფმა TKT.GE-ს 26%-იანი წილი ერთი წლის წინ შეიძინა. მხარეებს შორის გარიგება სრულად შეესაბამება „თი-ბი-სი ჯგუფის“ გადახდების ბიზნესის, ეკოსისტემების განვითარების და რეგიონში ექსპანსიის, კერძოდ აზერბაჯანის და უზბეკეთის ბაზრებზე შესვლის სტრატეგიას.
ონლაინპლატფორმა TKT.GE 2015 წელს შეიქმნა და დაარსებიდან 3 წლის თავზე მინიმალური კაპიტალით და ძლიერი გუნდის დამსახურებით უპირობო ლიდერი გახდა ქართულ ბაზარზე. ამ ხნის განმავლობაში, სხვადასხვა ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვით და მომხმარებელზე ზრუნვით. TKT.GE-მ შეცვალა მომხმარებლის ქცევა, თუ ადრე მხოლოდ ბილეთების 30% იყიდებოდა ონლაინ, დღეს ეს რიცხვი 80%-ს აჭარბებს.
მუდმივად განვითარებადი პლატფორმის და გამოცდილი, პროფესიონალური გუნდის დახმარებით, TKT.GE -მ წარმატებით ჩაატარა 3000-მდე ღონისძიება, მათ შორის მსოფლიო დონის A Class-ის არტისტების მონაწილეობით. TKT.GE-ს მენეჯმენტი მზად არის მომხმარებლებს ახალ ქვეყნებში მოემსახუროს, უახლოეს მომავალში იგეგმება უზბეკეთის ბაზარზე შესვლა და სხვადასხვა ინოვაციური სიახლეები ქართველი მომხმარებლებისთვის.
TKT.GE -ს ტექნიკური პლატფორმა შექმნილია კომპანია „ლემონდუს“ მიერ, რომელიც რჩება შპს „ონლაინ თიქეთსის“ მმართველ პარტნიორად და „თი-ბი-სი“ ჯგუფთან ერთად იზრუნებს კომპანიის სამომავლო სტრატეგიის განხორციელებაზე. „ლემონდუ“ არის წარმატებული IT კომპანია მსოფლიო ბაზარზე, რომელმაც არაერთი ტექნოლოგიური სტარტაპი შექმნა და განავითარა.
R