დავით ბაქრაძე: ან ხელისუფლება უხლოეს დღეებში ჩაიძირება გახარიასთან ერთად, ან გახარიას გაუშვებენ
10 დღის წინ არავის სჯეროდა, რომ ხელისუფლება პროპორციულ არჩევნებს დასთანხმდებოდა, მაგრამ ამ პროტესტით ახალგაზრდებმა შედეგს მიაღწიეს და გიორგი გახარიას გადადგომაზეც საზოგადოება აუცილებლად მიაღწევს შედეგს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომელიც „თავისუფლების მარშში“ იღებს მონაწილეობას.
მისი თქმით, ხელისუფლება უახლოეს დღეებში ან გახარიასთან ერთად ჩაიძირება, ან გახარია წავა და ჩვეულებრივ გაგრძელდება პოლიტიკური პროცესები.
„აუცილებლად მიაღწევს საზოგადოება იმ შედეგსაც, რომ გადადგეს გახარია და დაისაჯონ ის დამნაშავეები, რომლებიც დამიზნებით ესროდნენ მომიტინგეებს 20 ივნისს. ხალხის წინ დამდგომი ძალა არ არსებობს, ან ხელისუფლება უხლოეს დღეებში ჩაიძირება გახარიასთან ერთად, ან გახარიას გაუშვებენ და გაგრძელდება პოლიტიკური პროცესები, ასე რომ ალტერნატივა არ არსებობს და დარწმუნებული ვარ, რომ შედეგი დადგება“, – განაცხადა ბაქრაძემ.