სოფელ წაბლანაში სასმელი წყლის მაგისტრალი შენდება
სოფელ წაბლანაში სასმელი წყლის მაგისტრალი შენდება. ამის შესახებ „კვირას“ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის სათავე ნაგებობის, საქლორატოროსა და რეზერვუარის მოწყობა მიმდინარეობს, ასევე, ნაწილობრივ დაწყებულია მაგისტრალის მშენებლობაც. სამუშაოები მერიის ტექნიკური ზედამხედველობის ჯგუფის წევრებმა დაათვალიერეს.
„პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სათავე ნაგებობების, რეზერვუარების, საქლორატოროს, სანიტარული ღობისა და 6,6 კმ სიგრძის მაგისტრალის მშენებლობა. სამუშაოებს ტენდერით გამოვლენილი კომპანია შ.პ.ს. „ალსოფ“ ახორციელებს. პროექტის განხორციელებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოები მიმდინარე წლის პირველ მაისს დაიწყო და აგვისტოს ბოლოს დასრულდება სამშენებლო სამუშაოებზე 13 ადგილობრივია დასაქმებული“, – აცხადებენ მერიაში.