მაია ცქიტიშვილი: შსს-ს არსენალში მხოლოდ ის საშუალებებია, რომელთა გამოყენების უფლებაც სამართალდამცველებს აქვთ

ვიცეპრემიერის, ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის თქმით, 20 ივნისს რუსთაველზე მიმდინარე აქციის დარბევისას სამართალდამცველებმა გამოიყენეს ის საშუალებები, რომელთა გამოყენების უფლებაც მათ ჰქონდათ. მისივე თქმით, ცხოველებზე სანადირო ტყვიები, ლეტალური იარაღი და ა.შ. პოლიციელებს არ გამოუყენებიათ. ხოლო რაც შეეხება გარკვეულ გადაცდომებს – მინისტრის თქმით, უნდა დაველოდოთ გამოძიებას.
„როდესაც დილეტანტებს აქვს კითხვები, კითხვებზე პასუხის გაცემა უნდა ვაცადოთ ექსპერტებს, სპეციალისტებს, გამომძიებლებს – მათ, ვინც იციან, თუ რა სახის სპეცსაშუალებები იყო გამოყენებული. მაქვს ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს რა აღჭურვილობაც აქვს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, შეესაბამება ყველა იმ სტანდარტს, რომელიც იგულისხმება აქციებზე რეაგირებისა და საპოლიციო ღონისძიებების დროს გამოყენებისთვის. შესაბამისად, არავითარი ცხოველებზე სანადირო ტყვიები, ლეტალური იარაღი და ა.შ. არ გვაქვს საუბარი. მათ არსენალში არის მხოლოდ ის საშუალებები, რომელთა გამოყენების უფლებაც მათ აქვთ. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, როგორ უნდა მომხდარიყო ამა თუ იმ იარაღის გამოყენება, ამა თუ იმ ტყვიის გამოყენება, ამას აქვს თავისი გამოყენების წესები, სროლის მანძილი და სწორედ ეს არის ექსპერტების, გამომძიებლების და არა დილეტანტების გამოძიების საკითხი“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები