მარტვილის მერიაში სოციალური დახმარების კომისიის სხდომა გაიმართა
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის სხდომა გაიმართა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, კომისიის თავმჯდომარე აკაკი ხუნწელიამ, კომისიის წევრებთან ერთად, შემოსული განცხადებები განიხილა.
„მიზნობრივ ჯგუფებს განესაზღვრათ შესაბამისი ფულადი დახმარება: ახალშობილთა ერთჯერადი დახმარების პროგრამით დაფინანსდა 16 ახალშობილი – 4 000 ლარით; მოსახლეობის სამედიცინო დახმარება გაეწია 46 ბენეფიციარს – 18 434 ლარი; ხანძრით, მიწისძვრითა და სხვა ბუნებრივი კატასტროფის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება გაეწია 3 ოჯახს – 2468 ლარი“, – აცხადებენ მერიაში.