თელავში გივი ჩოხელის იუბილე აღინიშნა
თელავში,სპორტის დამსახურებული ოსტატის და მწვრთნელის, მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილის და ევროპის ჩემპიონის, ლეგენდარული თელაველი ფეხბურთელის – გივი ჩოხელის იუბილე აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ,,ფეისბუქგვერდი” აქვეყნებს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ – დავით ბეგიაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, გივი ჩოხელის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ყვავილებით შეამკეს სპორტსმენის ძეგლი, პატივი მიაგეს მის ხსოვნას და კიდევ ერთხელ გაიხსენეს მისი ცხოვრებისეული მომენტები.