გიორგი კახიანი: მხოლოდ პროკურატურას აქვს უფლება, რომ სასამართლოს მიმართოს და ნიკანორ მელიასთვის პატიმრობის შეფარდება მოითხოვოს

ამ წინადადების დაკმაყოფილებით პროკურატურას შესაძლებლობა მიეცა, სასამართლო ორგანოს მიმართოს, რომ პარლამენტის წევრ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდოს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.

„გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს, შეუფარდებს, თუ არ შეუფარდებს. ისევე, როგორც ჩვეულებრივ შემთხვევებში ხდება. თუმცა, ვინაიდან პარლამენტის წევრი გარკვეული იმუნიტეტით სარგებლობს და ეს იმუნიტეტი მათ შორის, მის დაპატიმრებაზე ვრცელდება, პარლამენტმა პროკურატურას ამის შესაძლებლობა მისცა“, – განაცხადა კახიანმა.

მისი თქმით, ნიკანორ მელია ამ მომენტისთვის, ჯერ კიდევ არის პარლამენტის წევრი და მას უფლებამოსილებაც კი არ შეჩერებია.

„ჯერჯერობით, მხოლოდ პროკურატურას აქვს მინიჭებული უფლება, რომ სასამართლოს მიმართოს და ნიკანორ მელიასთვის პატიმრობის შეფარდება მოითხოვოს. ეს არის და ეს. იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა ამ უფლებით ისარგებლებს და სასამართლოს მიმართავს, ხოლო სასამართლო მისი დაპატიმრების თაობაზე გამოიტანს გადაწყვეტილებას, უფლებამოსილება მას ამის შემდეგ შეუჩერდება და არ შეუწყდება“, – განაცხადა კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები