თენგიზ შარმანაშვილი: მოწინააღმდეგის განადგურება იწყება მისი იდეოლოგიური გაშავებით, უნდა მოიგონო იარლიყი, რათა შემდგომ შენი არასწორი ქმედებები გაამართლო, ჩვენებიც, აქაური “დიფ სთეითის” აგენტურა ზუსტად ასე მოქმედებს
,,მოწინააღმდეგის განადგურება იწყება მისი იდეოლოგიური გაშავებით, უნდა მოიგონო იარლიყი, რათა შემდგომ შენი არასწორი ქმედებები გაამართლო, ჩვენებიც, აქაური “დიფ სთეითის” აგენტურა ზუსტად ასე მოქმედებს”, -ამის შესახებ, “ქართული ოცნების” წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ნარატივი ყველგან ერთნაირია.
“ნებისმიერი ძალა, ხელისუფლება, რომელიც არ იქნება პირდაპირ მათზე დამოკიდებული და არ შეასრულებს უსიტყვოდ მათ დავალებას, მათთვის არის მიუღებელი.
მოწინააღმდეგის განადგურება, როგორც პიროვნულად, ისე, როდესაც ერთი ქვეყანა მეორეს, ან ერთი ჯგუფი მეორეს უპირისპირდება, იწყება მისი იდეოლოგიური გაშავებით. ანუ, უნდა მოიგონო რაღაც იარლიყი, რომელსაც დაკიდებ, რათა შემდგომ შენი არასწორი და ძალისმიერი ქმედებები გაამართლო, ეს ნარატივი ყველგან ერთნაირია.
ჩვენებიც – აქაური “დიფ სთეითის” აგენტურა ზუსტად ასე მოქმედებს. უკვე სასაცილო დონემდე მივიდა, რადგან ყველაფერს რუსულს არქმევენ. ერთი ახალგაზრდა კაცი იყო დაკავებული და იმან თქვა, რუსული კონსერვი მაჭამეს საპატიმრო ადგილში, კარი რუსულად დახურეს, რუსულად დამიყვირეს… არა, ქართულ ენაზეო, მაგრამ რუსულად დამიყვირესო – ეს სასაცილო დონემდე მივიდა”, – აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.