მარკო რუბიო – მაკრონის მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებაზე: ეს უგუნური გადაწყვეტილება მხოლოდ “ჰამასის” პროპაგანდას ემსახურება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მან პალესტინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება მიიღო.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა უარყო მაკრონის გეგმა და ამ გადაწყვეტილებას უგუნური უწოდა.

“შეერთებული შტატები კატეგორიულად უარყოფს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გეგმას, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სახელმწიფო აღიაროს. ეს უგუნური გადაწყვეტილება მხოლოდ “ჰამასის” პროპაგანდას ემსახურება და მშვიდობას აფერხებს. ეს 7 ოქტომბრის მსხვერპლთათვის სახეში დარტყმაა”,- დაწერა რუბიომ სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები