გაერო-ს ჰუმანიტარული სააგენტოს ცნობით, ღაზას ქალაქში ყოველი მეხუთე ბავშვი არასრულფასოვნად იკვებება

გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს (UNRWA) ცნობით, ღაზას ქალაქში ყოველი მეხუთე ბავშვი არასრულფასოვნად იკვებება.

ხუთშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში UNRWA-ს გენერალურმა კომისარმა, ფილიპ ლაზარინიმ, მაგალითად კოლეგის სიტყვები მოიყვანა, რომელმაც მას უთხრა: „ღაზაში ხალხი არც მკვდრები არიან და არც ცოცხლები, ისინი მოსიარულე გვამები არიან“.

100-ზე მეტმა საერთაშორისო დახმარების ორგანიზაციამ და ადამიანის უფლებათა დამცველმა ჯგუფმა ასევე გაფრთხილება გამოსცა მასობრივი შიმშილის შესახებ და მთავრობების მხრიდან ზომების მიღება მოითხოვა.

ისრაელი, რომელიც ღაზაში ყველა საკვების მარაგის შეტანას აკონტროლებს, არასრულფასოვანი კვების ნებისმიერ შემთხვევაში “ჰამასს” ადანაშაულებს.

“ჩვენი ჯგუფების მიერ მონახულებული ბავშვების უმეტესობა გამხდარი, სუსტი და სიკვდილის მაღალი რისკის ქვეშაა, თუ ისინი სასწრაფოდ საჭირო მკურნალობას არ მიიღებენ“, – თქვა მან და ისრაელს მოუწოდა, ჰუმანიტარულ პარტნიორებს ღაზაში შეუზღუდავი და შეუფერხებელი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საშუალება მისცენ.

„არ ვიცი, რას უწოდებდით ამას, თუ არა მასობრივ შიმშილს – და ეს ადამიანის ხელით არის გამოწვეული“, – განაცხადა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის მონაცემებით, ბოლო ორი თვის განმავლობაში ისრაელის სამხედროებმა საკვების დახმარების მიღების მცდელობისას 1000-ზე მეტი პალესტინელი მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები