კამბოჯამ სადავო სასაზღვრო ზონებში არტილერიისა და BM-21 სარაკეტო სისტემების გამოყენებით განუწყვეტელი დაბომბვები დაიწყო,- ამის შესახებ ინფორმაციას, “როიტერი” ავრცელებს.
ტაილანდის ჯანდაცვის სამინისტრომ პარასკევს დაადასტურა, რომ კონფლიქტს ამ დროისთვის 15 ტაილანდელი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათივე ცნობით, შეიარაღებული მოქმედებების დროს, სულ მცირე, 14 მშვიდობიანი მოქალაქე და ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ხოლო 46 ადამიანი დაიჭრა.
კამბოჯადან დაღუპულთა რიცხვი კვლავ გაურკვეველია.
ტაილანდმა კამბოჯის სამხედრო სამიზნეებზე იშვიათი, ზუსტი დარტყმის განხორციელების მიზნით F-16 გამანადგურებელი განათავსა, რაც, მედიის ცნობით, ვითარების მკვეთრ ესკალაციას აღნიშნავს.
„როიტერის “ მონაცემებით, კონფლიქტმა 40 000-ზე მეტი ტაილანდელი მშვიდობიანი მოქალაქე აიძულა, ევაკუირებულიყო სასაზღვრო ზონებიდან, რომელთაგან ბევრმა თავშესაფარი დროებით ბუნკერებსა და გამაგრებულ თავშესაფრებში იპოვა.