ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი შენაძენი
ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებს შეემატა უნიკალური გრამფირფიტა ქართული აუდიოჩანაწერით „წყალობის თავგადასავალი“. ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, ფირფიტა გამოცემულია Monarch Record-ის მიერ 1909 წელს. „წყალობის თავგადასავალი“ არის ერთ-ერთი პირველი ქართული აუდიოჩანაწერი.
„აღსანიშნავია, რომ ფირფიტა არის ე.წ. ტესტ-პრესინგის სახით (სატესტო ვერსია). ამას ადასტურებს ლეიბლზე ხელნაწერი აღნიშვნა.
ფირფიტას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მკვლევრებისთვის, ვინაიდან მის შესახებ ინფორმაცია არ არის საქართველოში ჩაწერილი გრამფირფიტების ჩვენთვის ცნობილ კატალოგებში, მათ შორის, არც ანზორ ერქომაიშვილის მიერ დამუშავებულსა და გამოცემულ „პირველ ქართულ აუდიოჩანაწერებში“, – აღნიშნულია ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.