პატარა ქანდის საჯარო სკოლაში ეზო და მინი სტადიონი მოეწყო

მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ პატარა ქანდის საჯარო სკოლის ეზოსა და მინი სტადიონის რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ „კვირას“ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, სკოლის ეზოში მოეწყო ბუნებრივსაფარიანი მოედანი, გაკეთდა სველი წერტილები. სკოლის მოსწავლეები განახლებული ინფრასტრუქტურით მომავალი სასწავლო წლიდან ისარგებლებენ.
შესრულებული სამუშაოები მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა – შალვა კერესელიძემ  პატარა ქანდის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, პირველ მოადგილესა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა.
ადმინისტრაციის ცნობით, სკოლის ეზოსა და სტადიონის კეთილმოწყობა კერძო მეწარმემ, ვაჟა უსანეთაშვილმა საკუთარი ხარჯებით დააფინანსა. ბიზნესმენის ფინანსური მხარდაჭერით, ასევე, მიმდინარეობს სკოლის შიდა ფასადის ნაწილობრივი განახლება-რეაბილიტაცია უტარდება საკლასო და მასწავლებელთათვის განკუთვნილ ოთახებს.
„ეს არის საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის კიდევ ერთი წარმატებული მაგალითი, რომლითაც ჩვენი ახალგაზრდა თაობა ისარგებლებს. მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ვაჟას ამ სასიკეთო საქმის დაფინანსებისთვის“, – აღნიშნა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, შალვა კერესელიძემ ადგილობრივებთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები