ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა  ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლარიხევში საცხოვრებელ ეზოში უკანონოდ მოპოვებული 7 ერთეული წიფლისა და 5 ერთეული წაბლის სახეობის მორი იყო განთავსებული. დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ გარემოსათვის მიყენებული ზიანის დაანგარიშების შემდგომ, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება“, – აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები