ევროსაბჭომ რუსეთის დელეგაცია ივნისის სესიაში მონაწილეობის მისაღებად ოფიციალურად მიიწვია

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის დელეგაციას ივნისის სესიაში მონაწილეობის უფლება ოფიციალურად მისცა. ამის შესახებ ასამბლეის “ტვიტერის” გვერდზე გამოქვეყნებული განცხადებიდან გახდა ცნობილი.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რეგლამენტში ცვლილების შეტანას ხმა 118-მა წევრმა დაუჭირა, მოწინააღმდეგე 62 წევრი იყო, 10-მა კი თავი შეიკავა.
ამრიგად, ევროსაბჭოს ასამბლეამ რუსული დელეგაცია და, ასევე, სხვა ქვეყნის ის პირები, რომლებიც არ იყვნენ ასამბლეაში წარმოდგენილები, ივნისის სესიაში მონაწილეობისთვის მიიწვია.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს, უკრაინისა და ბრიტანეთის წინადადებებიდან, შესწორებები შეეტანათ რეზოლუციაში, რომლის თანახმადაც რუსეთს ევროსაბჭოს წევრობის უფლება აღუდა, მხოლოდ ერთი დაკმაყოფილდა  მაშინ, როცა მათი საერთო რაოდენობა 222 იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები