უკრაინის გენპროკურატურამ ქვეყნის აღმოსავლეთში დაღუპულთა რიცხვი დაასახელა

უკრაინის აღმოსავლეთში სამხედრო ქმედებების დროს 181 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 59 სამხედრო. 293 კი დაჭრილია – ამის შესახებ ,,ინტერფაქსი“ინფორმაციას დროებით გენერალურ პროკურორზე, ოლეგ მახნიცკიზე დაყრდნობით ავრცელებს. მონაცემები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში შეგროვდა. პროკურატურის წარმომადგენლის თქმით, ხალხი ,,ტერორისტული ქმედებების გამო დაიღუპა“. მახნიცკის განცხადებით, ჯერ კიდევ უცნობია, არის თუ არა ამ ციფრებში დაფიქსირებული მსხვერპლი „ოპოლჩენცების“ მხრიდან თვითგამოცხადებული დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში.
მანამდე უკრაინის აღმოსავლეთში დაღუპულთა შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდებოდა. ამასთან, მხარეები ერთმანეთს დანაკარგების დაფარვაში ადანაშაულებდნენ და მშვიდობიან მოსახლეობას შორის გარდაცვალების შემთხვევებს ერთმანეთს აბრალებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები