ეროვნული სატყეო სააგენტო ბორჯომის ხეობაში, ტყის მოვლა-აღდგენის პროექტის ფარგლებში, შუალედურ მონიტორინგს ახორციელებს

0

ეროვნული სატყეო სააგენტო ბორჯომის ხეობაში, 2008 – 2017 წლებში ხანძრით დაზიანებულ ტერიტორიაზე, ტყის მოვლა-აღდგენის პროექტის ფარგლებში, შუალედურ მონიტორინგს ახორციელებს.
როგორც „კვირას“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სატყეო სააგენტომ ტყის აღდგენის სამუშაოები მიმდინარე წლის მაისის ბოლოსთვის დაასრულა. 144 ჰა ფართობზე 35 ათასამდე ფოთლოვანი და წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო, რის შემდეგაც ნარგავების მოვლის სამუშაოები გაგრძელდა. მნიშვნელოვანია, რომ გაშენებული ნარგაობა გახარების მაღალი პროცენტით გამოირჩევა.
ეროვნული სატყეო სააგენტო სოფელ დაბაში, ნახანძრალ ტყეში დარგვის სამუშაოებს შემოდგომაზე განაახლებს. სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.

კომენტარები

კომენტარი