ქვიშის ქარიშხალმა 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა (ვიდეო)
5 ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა ირანის დედაქალაქში ქვიშის ქარიშხლის შედეგად. თეირანში ქარის სიჩაქრე საათში 100 კილომეტრს აღწევდა, რის გამოც ხილვადობა თითქმის ნულის ტოლი იყო. სტიქიის შედეგად მოგლეჯილია ხეები და დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები. რამდენიმე რაიონში წაიქცა ელექტროგადამცემი ბოძები, რის გამოც მოსახლეობა ელექტროენერგიისა და ინტერნეტის გარეშე დარჩა.რამდენიმე საათით მუშაობა შეაჩერა თეირანის საერთაშორისო აეროპორტმაც, თუმცა ადგილობრივი მედიის ბოლო ინფორმაციით, აეროპორტმა მუშაობა უკვე განაახლა. სინოპტიკოსების პროგნოზით, ძლიერი ქარი ირანში კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=2cMwlzq5PTE&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]